აინ რენდის ცენტრი საქართველო აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე “აინ რენდის იდეები და საქართველო”.
კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში ამერიკელი მწერლისა და ფილოსოფოსის აინ რენდის და მისი ნოველების (“პირველწყარო” და “ატლანტმა მხრები გაშალა”) პოპულარიზაციას და ინდივიდების შთაგონებას, რომ ადგილობრივი პრობლემები სწორედ რენდის ფილოსოფიის “ობიექტივიზმის” საშუალებით გადაჭრან.
ესეების კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი და ფულადი პრიზები:
I ადგილი – 300$ (ექვივალენტი ლარში)
II ადგილი – 200$ (ექვივალენტი ლარში)
III ადგილი – 100$ (ექვივალენტი ლარში)
ესეს თემები (უნდა აირჩიოთ 5-დან ერთ-ერთი):
1. აინ რენდის გმირი საქართველოდან
ესე უნდა მოიცავდეს არგუმენტირებულ მსჯელობას კონკრეტულ ქართველ ამჟამინდელ ან ისტორიულ ცნობილ პირზე, რომელიც, თქვენი აზრით, განასახიერებს აინ რენდის იდეალებს. გთხოვთ, მოიყვანოთ არგუმენტები, რათა გაამყაროთ თქვენი მოსაზრება.
2. ჰოუვარდ რორკი და ქართული არქიტექტურა
ესე უნდა მოიცავდეს არგუმენტირებულ მსჯელობას, თუ რატომ მოეწონებოდა ჰოუვარდ რორკს (აინ რენდის “პირველწყაროდან”) კონკრეტული ქართული თანამედროვე შენობა-ნაგებობა. უნდა აირჩიოთ კონკრეტული შენობა და იმსჯელოთ მის გარშემო.
3. აინ რენდი და საქართველოს კონსტიტუცია
ესე უნდა მოიცავდეს არგუმენტირებულ მსჯელობას, თუ რატომ ამოიღებდა აინ რენდი ქართული კონსტიტუციიდან კონკრეტულ მუხლს და როგორ იმოქმედებდა ეს ყველაფერი შედეგად ჩვენი რეალობის გაუმჯობესებაზე.
4. ობიექტივიზმი და პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა
ესე უნდა მოიცავდეს არგუმენტირებულ მსჯელობას ქართულ საზოგადოებაში გავრცელებულ ერთ-ერთ კონკრეტულ პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობაზე და აინ რენდის ფილოსოფიით მისი გადაჭრის გზებზე.
5. ინდივიდუალიზმი და ქართული კულტურა
ესე უნდა მოიცავდეს არგუმენტირებულ მსჯელობას ქართული კულტურის კონკრეტულ ელემენტზე, რომელიც, თქვენი აზრით, ინდივიდუალიზმის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა.
ესეების კონკურსის წესები:
პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველას ვინც არის 16 წლის და უფროსი.
ესეების გამოგზავნის ბოლო ვადაა 30 აპრილი, 2024.
ესეს გამოგზავნისას გთხოვთ, დაიცვათ შემდეგი სტანდარტი:
-
ესე წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე;
-
ესეში გამოყენებული სიტყვების მინიმალური რაოდენობაა 700 სიტყვა;
-
ესეს უნდა ჰქონდეს სათაური, რომელიც თავად უნდა მოიფიქროთ;
-
დოკუმენტს სახელად უნდა დაარქვათ თქვენი სახელი და გვარი და ესეს ნომერი (მაგ. ალისა_როზენბაუმი_1; დაგნი_ტაგარტი_3);
-
ესე დაწერილი უნდა იყოს Google Docs დოკუმენტში და გაზიარებული უნდა იყოს ბმულის სახით (გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, რომ ფაილი ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი);
-
ფონტი: Arial;
-
შრიფტის ზომა: 12;
-
სტრიქონებს შორის მანძილი: 1.5;
-
ყველა წყარო უნდა იყოს დამოწმებული APA სტილით.
-
პლაგიატის ან ხელოვნური ინტელექტის აღმოჩენის შემთხვევაში მონაწილე გამოეთიშება ესეების კონკურსს, ასევე, აინ რენდის ცენტრ საქართველოს მიერ ორგანიზებულ ყველა სამომავლო კონკურსს.
ესეების განხილვისას შეფასდება შემდეგი საკითხები:
-
არგუმენტირება;
-
დამოუკიდებელი მსჯელობა და ზოგადი განათლება;
-
აინ რენდის ლიტერატურის ცოდნა და გამოყენება;
-
კრეატიული მიდგომა;
-
ფაქტობრივი სიზუსტე;
-
ტექსტის აგებულება და გრამატიკული სიზუსტე (მორფოლოგია, ორთოგრაფია, სინტაქსი);
-
ზემოთმოცემული სტილის დაცვა;
-
წყაროების დამოწმება.
ესეები უნდა გამოგზავნოთ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/C8v8SJMgiUa8YbYf9
ესეების კონკურსში მონაწილეობით ადასტურებთ, რომ თქვენი ესე შესაძლებელია გამოქვეყნებული იყოს აინ რენდის ცენტრის ან მისი დონორის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებზე.
პროექტი ხორციელდება აინ რენდის ცენტრ საქართველოს მიერ, პრომეთეუსის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
წარმატებებს გისურვებთ!