30 მაისს აინ რენდის ცენტრი საქართველო ახალციხის ამერიკულ სივრცეს ეწვია.
ცენტრის თანადამფუძნებელი, ირაკლი იაგორაშვილი, შეხვედრისმონაწილეებს ამერიკელი მწერლისა და ფილოსოფოსის აინ რენდის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ესაუბრა. პრეზენტაცია კონკრეტულად დემოკრატიასა და რესპუბლიკას შეეხო, კერძოდ, აინ რენდის მოსაზრებებს დემოკრატიაზე, სახელმწიფოსა და კონსტიტუციის როლზე, ინდივიდუალურ უფლებებზე. მონაწილეები გაეცნენ ყველა იმ ძირითად დამახასიათებელ თვისებას, რითიც დემოკრატია რესპუბლიკისგან განსხვავდება.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა ქუიზი, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ აინ რენდის წიგნები მოეგოთ.
შეხვედრა ორგანიზებული იყო ახალციხის ამერიკული სივრცისა და აინ რენდის ცენტრ საქართველოს თანამშრომლობით. რეგიონული შეხვედრები ხორციელდება პრომეთეუსის ფონდის, კარლ ბარნის, ფინანსური მხარდაჭერით.


