10 მაისს აინ რენდის ცენტრი საქართველო თბილისის ამერიკულ კუთხეს ეწვია.
ცენტრის თანადამფუძნებელი, ირაკლი იაგორაშვილი, შეხვედრისმონაწილეებს ამერიკელი მწერლისა და ფილოსოფოსის აინ რენდის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ესაუბრა. პრეზენტაცია კონკრეტულად რესპუბლიკას შეეხო, კერძოდ, აინ რენდის მოსაზრებებს დემოკრატიაზე, რესპუბლიკაზე, სახელმწიფოსა და კონსტიტუციის როლზე, ინდივიდუალურ უფლებებზე. მონაწილეები გაეცნენ ყველა იმ ძირითად დამახასიათებელ თვისებას, რითიც რესპუბლიკა დემოკრატიისგან განსხვავდება.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა ქუიზი, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ აინ რენდის წიგნები მოეგოთ.
შეხვედრა ორგანიზებული იყო თბილისის ამერიკული კუთხისა და აინრენდის ცენტრ საქართველოს თანამშრომლობით. რეგიონულიშეხვედრები ხორციელდება პრომეთეუსის ფონდის, კარლ ბარნის, ფინანსური მხარდაჭერით.





