29 აპრილს აინ რენდის ცენტრმა საქართველო რიგით მე-10 რანდევუზე საქართველოში ლიბერლანდის წარმომადგენელს სამუელა დავიდოვას უმასპინძლა. მოწვეულმა სტუმარმა ახალი სახელმწიფოს ლიბერლანდის იდეაზე, მისიასა და სახელმწიფოს ლიგიტიმურობის ფილოსოფიურ პერსპექტივაზე ისაუბრა.
შეხვედრა საინტერესო კითხვა-პასუხით წარიმართა და მონაწილეებმა ლიბერლენდის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრის ბოლოს გაიმართა სახალისო ქუიზი აინ რენდის ციტატების შესახებ, გამარჯვებულებს კი რენდის, არისტოტელესა და თომა აკვინელის წიგნები გადაეცათ.
შეხვედრა ორგანიზებული იყო აინ რენდის ცენტრ საქართველოს მიერ, პრომეთეუსის ფონდის, კარლ ბარნის, ფინანსური მხარდაჭერით. განსაკუთრებული მადლობა რანდევუს მუდმივ მასპინძელს, ჩვენი ორგანიზაციის თანადამფუძნებელ დავით როგავას.





