2022 წლის 8 დეკემბერს აინ რენდის ცენტრმა (საქართველო) და მარგარეტ ტეტჩერის ცენტრმა საქართველოში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მარი ელიაძემ (მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში) და ირაკლი იაგორაშვილმა (აინ რენდის ცენტრი საქართველო) სამომავლო გეგმებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
როგორც ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმში ვკითხულობთ, მხარეთა საერთო ინტერესს წარმოადგენს განათლების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების (კონფერენცია, ოლიმპიადა, საჯარო ლექცია, ტრენინგი და სხვა) ორგანიზება.
მარგარეტ ტეტჩერის ცენტრი საქართველოში 2020 წელს დაფუძნდა. როგორც ორგანიზაციის მისიის განაცხადში ვკითხულობთ, ცენტრი ორიენტირებულია განავითაროს კლასიკური ლიბერალიზმის იდეებზე დაყრდნობილი პოლიტიკა, რომლის მთავარი ფუნდამენტია: კანონის უზენაესობა, თავისუფალი ბაზარი, მცირე და შეზღუდული მთავრობა, ინდივიდუალური თავისუფლება.