29 მაისს აინ რენდის ცენტრმა მორიგი არაფორმალური, ყოველთვიური შეხვედრა რანდევუ გამართა. ჩვენი მთავარი სტუმარი იყო ობიექტური სტანდარტის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი ქრეიგ ბიდლი, რომელმაც აინ რენდის ფილოსოფიის პრაქტიკულ გამოყენებაზე ისაუბრა. მონაწილეებმა ასევე ითამაშეს ქუიზი აინ რენდის ფილოსოფიის შესახებ და მოიგეს სხვადასხვა წიგნი.
რანდევუს მასპინძელია აინ რენდის ცენტრ საქართველოს თანადამფუძნებელი დავით როგავა.


