აინ რენდის ცენტრი საქართველო
აინ რენდის ცენტრი საქართველო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ოფიციალურად 2022 წლის აპრილში დაფუძნდა. მისი მთავარი მიზანი რუსული წარმოშობის ამერიკელი ფილოსოფოსისა და ნოველისტის აინ რენდის ფილოსოფიის გავრცელებაა. ჩვენი ორგანიზაცია ასევე მხარს უჭერს საქართველოში კლასიკური ლიბერალური და ამერიკის დამფუძნებელი იდეების პოპულარიზაციას. აინ რენდის ცენტრი საქართველო პრომეთეუსის ფონდის ქსელის წევრია.
ჩვენი მისია
ქართულ საზოგადოებაში აინ რენდის ფილოსოფიის პოპულარიზაცია და ობიექტივისტური იდეების გავრცელება საგანმანათლებლო პროექტების საშუალებით.
ჩვენი ხედვა
ჩვენი ხედვაა შევქმნათ ძლიერი, დამოუკიდებელი, რაციონალური და პროდუქტიული ინდივიდებისგან შემდგარი საზოგადოება, რომელიც ხელმძღვანელობს გონების გამოყენებით.